„ერთგული“ 5 წლისაა

0
10

„ერთგული“ „თიბისის“ ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან.

„თიბისის“ ცნობით, დაგროვილი ქულების გამოყენება, სხვადასხვა შეთავაზებებით სარგებლობისთვისაც შესაძლებელია.

მათი განმარტებით, „ერთგულით“ სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ 1 ქულა = 1 ლარს.

„წელს „ერთგული“ დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს. ამ პერიოდში თავს უყრის „ერთგული“ მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველ და საჭირო ბრენდებს, რომლებთანაც ისინი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

5 წლის განმავლობაში „ერთგულმა“ 750 000-ზე მეტი უნიკალური, ერთგული მომხმარებელი დააგროვა, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, უმნიშვნელოვანესი საზრუნავია „თიბისის“ გუნდისთვის. ერთგულმა მომხმარებლებმა, ამ დროის მანძილზე, 25 მლნ-ზე მეტი ქულა დააგროვა და 20 მლნ-ზე მეტი ქულა დახარჯა „ერთგულის“ პარტნიორ კომპანიებში.

„ერთგულის“ დაბადების თვის შეთავაზებების სანახავად, თვალი ადევნეთ „ერთგულის“ ვებ.გვერდს: https://link.tbc.ge/Ertguli-Bmonth“,-აღნიშნულია ინფომაციაში.