ევროკომისია ესპანეთსა და იტალიას შორის 700 კილომეტრიანი გაზსადენის აშენებაზე ფიქრობს

0
24

ევროკომისია განიხილავს 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების საზღვაო გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს პირენეის ნახევარკუნძულს იტალიასთან. ამის შესახებ იუწყება გაზეთი El Pais.

გამოცემის ცნობით, ესპანურ ბარსელონასა და იტალიურ ლივორნოს შორის 700 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება. მილსადენი გაზს მიაწვდის როგორც იტალიას, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთიდან იღებს გაზის 40%-ს, ნავთობის 27%-ს და ნახშირის 46%-ს. ამავდროულად, ნახშირის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ნაწილი გახდა. ხოლო 23 მაისს სლოვაკეთმა გამოაცხადა პოლონეთიდან გაზსადენის განშტოების მშენებლობის გარდაუვალ დასრულებაზე.

გიორგი არაბული