Starbucks რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

0
21

Starbucks, რომელიც რუსეთის ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და რომელსაც ქვეყანაში 130 ყავის მაღაზიას აქვს,  სამუდამოდ ტოვებს რუსეთის ფედერაციას. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკანასკნელი დასავლური კორპორაციაა, რომელმაც ქვეყანა უკრაინის ომის გამო დატოვა.

მანამდე, ომის დაწყებიდან მალევე Starbucks–მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ ბაზრის დატოვების შესახებ ახლახანს განაცხადა.

კომპანია 2 000 თანამშრომელს ხელფასს 6 თვის განმავლობაში მაინც გადაუხდის.