ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
9

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 242 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.449 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.397 პროცენტით განისაზღვრა.

ცნობისთვის, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.