საქსტატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით საუკეთესო დაწესებულებად დასახელდა

0
18

საქსტატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით საუკეთესო დაწესებულებად დასახელდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად დასახელდა. სპეციალური ჯილდო უწყებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გადაეცა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე 11 წელია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს ახორციელებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლესი შედეგი (100 ქულა) აჩვენა და სპეციალური სიგელით უკვე მეშვიდედ დაჯილდოვდა.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :