საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა

0
20

საქართველოს რკინიგზის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2021 წელი მოგებით დაასრულა. კერძოდ, კომპანიამ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

საქართველოს რკინიგზის შემოსავალმა 2021 წელს 547.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.  რაც შეეხება შემოსავლებს სხვადასხვა მიმართულებებიდან, მაგალითად: სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა 9%-ით და 423.8 მილიონი ლარი შეადგინა; სამგზავრო გადაყვანები გაიზარდა 32%-ით და 14.8 მილიონი ლარი შეადგინა; ლოჯისტიკური სერვისებიდან შემოსავალი გაიზარდა 28%-ით და 69.4 მილიონი ლარი შეადგინა; ვაგონების სასაზღვრო მომსახურების საკომისიოებიდან შემოსავალი 40%-ით გაიზარდა და 9.9 მილიონი ლარი შეადგინა;

რკინიგზის საოპერაციო ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა თანამშრომელების ხელფასები, რაშიც კომპანიამ ჯამში 12,000 დასაქმებულისთვის გასულ წელს 180 მილიონი ლარი გადაიხადა (წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტი).

გიორგი არაბული