რუსეთს კიდევ ერთი მსხვილი დასავლური კონცერნი ტოვებს

0
12

შვეიცარიულმა კონცერნმა Sulzer-მა რუსული ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აქტივების გაყიდვის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. დირექტორთა საბჭო „სწუხს, რომ რუსეთში ათწლეულების განმავლობაში მუშაობის შემდეგ მან უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ვარიანტების გულდასმით შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, ნათქვამია ინფორმაციაში.

Sulzer-ს მსოფლიოში 14 000 დასაქმებული ჰყავს. მათგან 300 რუსეთში მუშაობს. კონცერნი აწარმოებს ტუმბოებს, ჩარხებს და სხვა სამრეწველო აღჭურვილობას ნავთობის, ნავთობქიმიური და სხვა ინდუსტრიებისთვის.

კომპანია მომსახურების სფეროშიც ოპერირებს. 2021 წლის შეკვეთების ჯამური პორტფელი დაახლოებით 3,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი იყო.

სანდრო პირველი