პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა

0
13

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

თურნავას კანდიდატურის წარდგენა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ნათია თურნავა 2019 წლის აპრილიდან 2021 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.