ინდოეთი მსოფლიო ბაზარს კვლავ შეარყევს, ამჯერად შაქრის ექსპორტის შეზღუდვით

0
6

ინდოეთი აპირებს შეზღუდოს შაქრის ექსპორტი, როგორც პრევენციული ღონისძიება საკუთარი მარაგების დასაცავად, იტყობინება Bloomberg, სიტუაციის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ინდოეთის მთავრობა აპირებს შაქრის ექსპორტზე ლიმიტის დაწესებას მიმდინარე საბაზრო წლის განმავლობაში 10 მილიონი ტონის რაოდენობით (სექტემბერში დასრულდება).

მისი თქმით, ამ ღონისძიების მიზანია ოქტომბრის მომდევნო სეზონის დაწყებამდე საკმარისი მარაგების უზრუნველყოფა. წყაროს თქმით, ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.

ამ თვის დასაწყისში ინდოეთმა შეზღუდა ხორბლის ექსპორტი, რამაც გამოიწვია გლობალური ფასების ზრდა სტრატეგიული სასოფლო-სამეურნეო საქონელზე.

გიორგი არაბული