იაფ რუსულ გაზს შეუძლია გააფუჭოს ურთიერთობა მოსკოვსა და თეირანს შორის – ირანის ახალი თავისტკივილი

0
11

ირანის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი, თხევადი გაზი ძლიერი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდა, რადგან რუსული თხევადი გაზი ფასდაკლებულ ფასებში იზიდავს ირანისთვის ტრადიციულ მომხმარებლებს ავღანეთში, პაკისტანსა და თურქეთს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Neftegaz.ru Nikkei-ზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციის თანახმად, თხევადი გაზის ექსპორტი სანქციებით დაზარალებული ისლამური რესპუბლიკის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თუმცა, მიწოდება შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან დასავლეთის სანქციები აიძულებს მოსკოვს ენერგო რესურსების ახალი მომხმარებლების ძებნას.

ირანის ნავთობის ექსპორტიორთა ხელმძღვანელმა ს.ხ. ჰოსეინმა განაცხადა, რომ თხევადი გაზი ავღანეთსა და პაკისტანში 600-700 დოლარად იყიდება ტონაზე, მაგრამ ავღანელებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მას ირანიდან 450 დოლარად/ტონად შეიძენენ.

იაფი რუსული გაზის შემოდინებამ ზეწოლა მოახდინა სხვა რეგიონულ მომწოდებლებზე, როგორიცაა ყაზახეთი და უზბეკეთი.

აპრილისთვის ირანმა მოახერხა ნავთობის მოპოვების გაზრდა სხვადასხვა საბადოებზე 3,8 მილიონ ბარელამდე დღეში, მიუხედავად აშშ-ს მკაცრი სანქციებისა, რომლებიც შექმნილია ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის პარალიზებისთვის. თუმცა, იაფი ნედლეულის რუსული მარაგი კონკურენციას უწევს მას ჩინეთში. ირანს აქვს კონტრაქტები ერაყის, თურქეთის, ავღანეთისა და პაკისტანისთვის გაზის მიყიდვის შესახებ, ასევე გაზის სვოპ კონტრაქტით მიწოდება აზერბაიჯანისთვის, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ ერაყი დარჩება გრძელვადიან კლიენტად. ირანის ეროვნული გაზის კომპანიის ხელმძღვანელის, ჩეგენის თქმით, ერაყმა ირანს სთხოვა კონტრაქტის გახანგრძლივება და კვლავ ცდილობს მეზობელისგან გაზის შესყიდვას.

კარგავს თუ არა ირანი ისეთ კლიენტებს, როგორიცაა თურქეთი და ავღანეთი, ჩეგენმა არ უარყო ასეთი ვარაუდი. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისი ენერგომომარაგება უზრუნველყოს იქედან, საიდანაც უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომია.

ანტირუსული სანქციების გათვალისწინებით, ბირთვული შეთანხმების აღორძინება საშუალებას მისცემს ირანს განახორციელოს ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში. თუმცა, დისკუსია შეჩერებულია. აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად, ბირთვული შეთანხმების აღორძინების მცდელობებმა ახალი იმპულსი მოიპოვა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა შეთანხმება მიღწეულად იქნა მიჩნეული, დაიწყო რუსეთის „სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში. მარტის დასაწყისში მოსკოვმა მოსთხოვა ვაშინგტონის გარანტიები, რომ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციები არ გავრცელდება ირანთან მის ვაჭრობასა და ინვესტიციებზე. რუსეთმა არსებითად გამოიყენა ირანის ბირთვული შეთანხმება, როგორც ბერკეტი სანქციების შესამსუბუქებლად.

ირანს ახლა სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ შეამციროს საკუთარი გაზის ფასები, რათა კონკურენცია გაუწიოს რუსულ ანალოგიურ პროდუქტს, ფასდაკლებების ფონზე.

სანდრო პირველი