ევროპის უმსხვილესმა მარილის მომპოვებელმა მუშაობა შეწყვიტა – ელის თუ არა საქართველოს მარილის დეფიციტი

0
15

ევროპის უმსხვილესმა მარილის მომპოვებელმა საწარმომ „არტიომსოლმა“ ომის გამო მუშაობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ შეწყვიტა, რის შედეგადაც უკრაინას და სხვა ქვეყნებს, შესაძლოა მარილის დეფიციტს შეექმნათ. ამის შესახებ საწარმოს დირექტორმა ვიქტორ იურინმა განაცხადა, იუწყება UNIAN.

„საწარმო არ მუშაობს, უმოქმედოა, ბრძანების მიხედვით, გაურკვეველ დრომდე. დაბომბვა მუდმივია, ადმინისტრაციული შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. იყო პირდაპირი დარტყმები მაღაროებში, მასალის საწყობში. წარმოების პროცესი შეუძლებელია. ჩვენ ადამიანებს საფრთხეში არ ვაყენებთ. მეტიც, სოლედარის მცხოვრებთა უმეტესობა, „არტემსოლის“ თანამშრომლები უკვე ევაკუირებულია. ადმინისტრაციის, ინჟინერიისა და ტექნიკური მუშაკების უმეტესობა ადგილზე არ არის“, – თქვა იურინმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწარმო შეჩერდა ჯერ კიდევ აპრილში, რადგან შეუძლებელი გახდა სოლედარიდან მზა პროდუქციის რკინიგზით გატანა და დასძინა, რომ ყველა მზა პროდუქტი სავაჭრო მაღაზიებში აპრილში გადაიტანეს.

იურინის თქმით, მომხმარებლები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან და რუმინეთიდან ასევე იგრძნობენ Artemsoli-ს გამოშვების შეჩერების შედეგებს.

გიორგი არაბული