გიორგი კაკაურიძე: გამყარებული კურსის შენარჩუნება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასს შეამცირებს

0
8

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, ლარის გამყარებული კურსი თუ შენარჩუნდება, იმპორტირებული პროდუქციის ფასები შემცირდება.

“თუ ჩვენ შევხედავთ ინფლაციის სტრუქტურას, ყველაზე დიდი წვლილი, პირველი კვარტლის თითქმის 12%-იან ინფლაციაში, შეიტანა ნავთობმა და სურსათის ნაწილმა. იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა – ეს არის მარცვლეული, ზეთი, აღარ მაქვს საუბარი ნავთობზე, რომლის ფასიც საკმაოდ მერყეობს.

კურსის გამყარების მაღალი ტენდენცია გვაქვს მაისში. ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმპორტიორები. რა თქმა უნდა დღეს გამყარება დღესვე ვერ გააიაფებს, თუმცა მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი რპოდუქტი როდესაც შემოვა ბაზარზე, უნდა შემოვიდეს უკვე შემცირებული ფასით. ამ კუთხით მოლოდინები ნამდვილად გვაქვს.

თუმცა, ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ვერ ჩაერევა ფასის განსაზღვრაში და ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ არის, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს რა თქმა უნდა კონკრეტული პროდუქტის იმპორტიორი, რა ფასად მოახდენს რეალიზებას, თუმცა, ვფიქრობთ, კურსის გამყარება მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო იაფად განახორციელონ რეალიზება უკვე საცალო გაყიდვების ნაწილში”, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

“ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ აკეთებს, ვინადაინ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ეს დამოკიდებლია ნავთობის ფასზე, რომელიც ყოველდღიურად ცვალებადია, რა გადაწყვეტილებები იქნება მათ შორის რუსეთის ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ – ეს დიდწილად განაპირობებს ნავთობის ფასის ღირებულებას მსოფლიო ბაზარზე და რა თქმა უნდა ამის პროგნოზი გამიჭირდება, ვერ ვიტყვი რამდენად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება დასავლეთის და მთელი მსოფლიოს მხრიდან, და რამდენად იმოქმედებს ეს ნსავთობის ფასზე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.