რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის ყიდვა ფარულად დაიწყო

0
14

ბოლო დღეებში რუსეთის ბანკი დაუბრუნდა უცხოური ვალუტის ყიდვის პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს რუბლის გადაჭარბებული გამყარება, იუწყება გაზეთი Vedomosti მთავრობასთან და მარეგულირებელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ეს შესყიდვები საიდუმლოა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ცენტრალურმა ბანკმა მოქმედება დაიწყო არა უშუალოდ, არამედ ბაზრის სხვა მონაწილეების მეშვეობით. მისი სახელით იძენენ მხოლოდ ექსპორტიორების სავალუტო შემოსავალს. წყაროები არ ასახელებენ სქემის უფრო მეტ დეტალს და მასში მონაწილე ორგანიზაციების სახელებს.

სანდრო პირველი