საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი სატრანზიტო დერეფნის ხელშეწყობის მიზნით, საბაჟო პროცედურებს ამარტივებენ

0
34

აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის ხელისუფლება გეგმავს ხელი მოაწეროს სამმხრივ შეთანხმებას ტრანზიტის ხელშეწყობის შესახებ. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საბაჟო კონტროლისა და ვაჭრობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამედ გარალოვმა განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ ეს პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა.

„ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მას, სავარაუდოდ, ყაზახეთი მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დაგეგმა ამ სისტემის ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრიდან“, – განაცხადა გარალოვმა კონფერენციაზე –  „აზერბაიჯანში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივების შესახებ“.

ეს შეთანხმება გააუმჯობესებს და გაამარტივებს გადამზიდავების მუშაობას TRACECA (სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია) დერეფანში.

გიორგი არაბული