როდიდან გაიაფდება საწვავი და რამდენით – კონკურენიის სააგენტო სავარაუდო თარიღს ასახელებს

0
18

„არაბრენდულმა ქსელებმა შეამცირეს ფასი, პრობლემა მსხვილი ბენზინგასამართი სადგურებია. თუ ადექვატურები იქნებიან კომპანიები, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მათ აქვთ რესურსი ფასების, 15-20 თეთრით დარეგულირების“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ, საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას, გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“.

მისივე ინფორმაციით, აქტიური შეხვედრების შედეგად ბიზნესი აღიარებს, რომ არსებობდა შესაძლებლობები კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების, რაც არ გამოიყენეს, უახლოეს პერიოდში კი მაქსიმალურად შეეცდებიან ფასის დაწევას.

კალანდაძემ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფების მთავარ ბერკეტად, კონკურენციის ზრდა, მცირე ბენზინგასამართი სადგურების გაძლიერება და ქვეყანაში იაფი ნავთობპროდუქტების მოზიდვა დაასახელა, მათ შორის რუსეთიდან.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა, ბიზნეს სექტორი და კონკურენციის სააგენტო მუდმივ რეჟიმში გააგრძელებენ კომუნიკაციას, საწვავის ბაზარზე დაკვირვება კი გრძელდება.

წყარო: bpn.ge