ოთარ ანგურიძე: ზაფხულში ლარი უფრო მეტად გამყარდება

0
23

ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ზაფხულში ლარი უფრო მეტად გამყარდება. ამის შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ზაფხულის პერიოდი მოდის და ჩვენთვის ტურისტულად საკმაოდ დატვირთული სეზონია. ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგი გვაქვს. პანდემიის დროს ბევრი რაღაც გადაეწყო. ბევრი ახალი სასტუმრო, ინფრასტრუქტურა მოეწყო. დღეს ტურისტების მისაღებად უფრო მზად ვართ, ვიდრე, მაგალითად, 2019 წელს.

ველოდები, რომ ზაფხულში ბევრი ტურისტი შემოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის დიდი მოხმარება იქნება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ აისახება. ტურისტები უცხოურ ვალუტას შემოიტანენ. უცხოური ვალუტის შემოდინება ნიშნავს იმას, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება.

ლარის დასტაბილურება უფრო მეტად ზაფხულის პერიოდშია მოსალოდნელი. ვფიქრობ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ზაფხულში ფასები არ გაიზრდება. პირიქით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად დასტაბილურდეს“, – განაცხადა ანგურიძემ.