ევროკავშირმა გაზის ახალი მომწოდებლები ნახა

0
14

ევროკავშირი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების პოლიტიკის ნაწილში, სამმხრივი შეთანხმების დადებას გეგმავს ისრაელთან და ეგვიპტესთან ზაფხულამდე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატი ჯოზეფ ბორელი თავის პოსტში წერს.

„რაც შეეხება მარაგების დივერსიფიკაციას, ევროკომისია და შეერთებული შტატები უკვე შეთანხმდნენ LNG-ის დამატებით მიწოდებაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ კანადასთან LNG-ის შესაძლო მიწოდებაზე. ევროკავშირი გეგმავს სამმხრივი შეთანხმების დადებას ისრაელსა და ეგვიპტესთან ზაფხულისთვის LNG-ის მიწოდებისთვის“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ ბორელს.