აშშ-ის ელჩი სომხეთში: სომხეთის დემოკრატიისთვის აშშ-მა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა

0
16

1992 წლიდან შეერთებულმა შტატებმა სამი მილიარდი დოლარი გამოუყო სომხეთს სოციალური განვითარებისა და დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით. ამის შესახებ სომეხ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა, ლინ ტრეისიმ განუცხადა.

„რასაც ჩვენ მხარდაჭერის მიზნით ვაკეთებთ, შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ იქნებოდა ურთიერთქმედება, არ იქნებოდა ხალხის ნება, არ იქნებოდა ხალხი, ვისაც სურს ამ მხარდაჭერით ისარგებლოს. შეერთებულმა შტატებმა შეიძინა კარგი პარტნიორი სომხეთის ხელისუფლების სახით“, – განაცხადა მან.