იანვარ-აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

0
8

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვარი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს – ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188 588 938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 138 729 246 (+278.2%) აშშ დოლარით არის გაზრდილი .