თიბისი დამოუკიდებლობის სკოლის პირველ შეხვედრას ლანჩხუთში გამართავს

0
20

20 მაისს, 18.00 საათზე  ქ. ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება დამოუკიდებლობის სკოლის პირველი საჯარო ლექცია, რომელიც ქართველ გმირებს – მარო მაყაშვილს, ნოე ჟორდანიას და ამბროსი ხელაიას მიეძღვნება. ლექციებს გაუძღვებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

ღონისძიება ჯგუფ  Killages-ის  ლაივ კონცერტით დასრულდება.

პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისის ფეისბუქ გვერდზე.