Sberbank ლონდონის საფონდო ბირჟას ტოვებს

0
22

რუსეთის უმსხვილესი ბანკი – Sberbank, ლონდონის საფონდო ბირჟის დატოვებას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, სბერბანკმა გაგზავნა შეტყობინებები სადეპოზიტო ქვითრების მიმოქცევის შეჩერების შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

მფლობელებს შეუძლიათ მათი გადაქცევა ჩვეულებრივ აქციებად 30 დღის განმავლობაში. კონვერტაციისას იმოქმედებს თანაფარდობა 1:4 (ერთი ქვითარი იძლევა ოთხ აქციაზე უფლებას).

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების სიაში ბევრი რუსული ბანკი შეიყვანა, მათ შორის Sberbank.