ფინეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას 20-21 მაისს ელოდება

0
12

რუსული გაზის მიწოდება ფინეთში შეიძლება დასრულდეს პარასკევს, 20 მაისს ან მეორე დღეს. ამის შესახებ გაფრთხილების ინფორმაცია გაზის ეროვნულმა დისტრიბუტორმა Gasum-მა გაავრცელა.

ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არც „გაზპრომ ექსპორტისგან“ და არც გაზის ტრანსპორტირების ორგანიზაციისგან არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, Gasum-ი ემზადებოდა სცენარის ასეთი განვითარებისთვის საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელ ხელისუფლებასთან ერთად. 2022 წლის ზაფხულისთვის ფინეთი იმედოვნებს ესტონეთიდან Balticconnector გაზსადენით გაზის მიწოდებას, მაგრამ ამ მილსადენზე სიმძლავრის შეზღუდვამ შეიძლება გაართულოს ეს ამოცანა.

მანამდე „გაზუმმა“ არ მიიღო რუსული მხარის მოთხოვნა გაზის გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ, იგი საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

რუსეთი ფინეთს ბუნებრივ გაზს აწვდის უკვე 45 წელზე მეტია. 2015 წლის დეკემბერში „გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზუმმა“ კონტრაქტი 2031 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივეს.

სანდრო პირველი