„თიბისი“ – 27-29 მაისს, „თიბისი“ კონცეპტი დათო ტურაშვილთან ერთად სამეგრელოში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ

0
24

27-29 მაისს, „თიბისი“ კონცეპტი დათო ტურაშვილთან ერთად სამეგრელოში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ,- ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„თიბისის“ ცნობით, ტურის ფარგლებში, აღმოაჩენთ სამეგრელოს რეგიონს, მის ისტორიასა და მემკვიდრეობას, დაათვალიერებთ ისეთ ადგილებს, როგორიც არის დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი და მონასტერი, მიურატების საზაფხულო რეზიდენცია, ნოქალაქევის მუზეუმის ტერიტორია და სხვა. ასევე, დააგემოვნებთ მეგრული სამზარეულოს უგემრიელეს და გამორჩეულ კერძებს.

„მთელი ტურის განმავლობაში, დათო ტურაშვილი ადგილობრივ კოლორიტ ადამიანებთან ერთად გაგიზიარებთ უამრავ საინტერესო ამბავს და შეეცდება, რომ ეს მოგზაურობა ნამდვილ თავგადასავლად აქციოს. თარიღი: 27-29 მაისი. რეგისტრაციისთვის, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.