გერმანიის ყოფილ კანცლერს რუსულ კომპანიაში მუშაობისთვის სანქციების დაწესებას უპირებენ

0
11

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება გერმანიის ყოფილ კანცლერის, გერჰარდ შრედერსა და ავსტრიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლის წინააღმდეგ, თუ ისინი არ დათმობენ პოზიციებს რუსულ კომპანიებში, იუწყება Welt.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ორივე ყოფილი პოლიტიკოსი მუშაობს რუსულ კორპორაცია „როსნეფტში“. ამასთან, Welt იხსენებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს არაფერში ავალდებულებს.

ეს დოკუმენტი, მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს სანქციების დაწესებას პოლიტიკოსებისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ თანამდებობების შენარჩუნებას.

სანდრო პირველი