„თიბისის” „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

0
19

„თიბისის” „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს, „დამოუკიდებლობის სკოლა“ პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც „თიბისიმ“ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.

„თიბისი” უკვე 5 წელია, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, მასშტაბურად აღნიშნავს. 2018 წლიდან, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წლის აღნიშვნის მერე, ყოველწლიურად იმართება „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ. 5 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა.

პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა. წელს კი კოლექციას ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა.

„დამოუკიდებლობის სკოლის“ შეხვედრები 20 მაისს, ლანჩხუთიდან იწყება, აქ გმირების –ნოე ჟორდანიასამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილისშესახებ მწერალი ანა კორძაიასამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გიამბობენ, ლექციების შემდეგ კი ჯგუფის Killages ლაივ კონცერტი გაიმართება.

გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

22 მაისს „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც გმირებს – დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და პოეტი დიანა ანფიმიადი წარადგნენ. სკოლის ფარგლებში გაიმართება ერეკლე დეისაძე & Band-ის ლაივ კონცერტი.

გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

25 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრებს, წელს საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. „გმირები“ ამ მნიშვნელოვან თარიღსაც აღნიშნავს.

გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

„დამოუკიდებლობის სკოლა“ 27 მაისს დასრულდება – სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილსდა დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ, ამ შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.

„დამოუკიდებლობის სკოლა“ უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელიპაატა შამუგიადიანა ანფიმიადიშოთა იათაშვილიეკა ქევანიშვილიალექსანდრე ლორთქიფანიძენატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.

გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში