საქართველოში I კვარტალში რძის წარმოება 2.7%-ით შემცირდა

0
30

„საქსტატის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია.

„ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 987.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.