
„ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობამ გამოყო დამატებითი 22,97 მილიარდი რუბლი სანქციების ზეწოლის პირობებში ტურიზმის მხარდასაჭერად და განვითარებისთვის“, – რუსეთის ვიცე-პრემიერმამ, დიმიტრი ჩერნიშენკომ ეროვნული პროექტის „ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის“ შედეგების წარდგენისას განაცხადა.
ეს თანხა ტურიზმის სექტორის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთისთვის და საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის გამოიყო.
„ადრე დაგეგმილი 5,3 მილიარდი რუბლის გარდა, ჩვენ ვამატებთ კიდევ 2 მილიარდ რუბლს საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიების მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, თუ რა რეფინანსირების განაკვეთს ადგენს ცენტრალური ბანკი ინფლაციის დასარეგულირებლად, როსტურიზმის მხარდაჭერილ პროექტებს ექნებათ ჩვენი ინვესტორებისთვის დაგეგმვის ნათელი ჰორიზონტი. “, – განმარტა ვიცე-პრემიერმა.
მან დაამატა, რომ კიდევ 4 მილიარდი რუბლი გაიგზავნა რეგიონებში მოდულური სასტუმროების მშენებლობისთვის.
„ამ სერვისზე მოთხოვნა იზრდება. წელს ჩვენი ტურისტები მიიღებენ მინიმუმ 2,5 ათასი სასტუმროს ნომერს, სადაც მინიმუმ 100 ათასი ადამიანი დაისვენებს ამ მხარდაჭერის ღონისძიების გამო“, – განაცხადა ჩერნიშშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების გამო ტურიზმის ინდუსტრია პირველი დაზარალდა და ხელისუფლებამ დაიწყო ზომების მიღება მის მხარდასაჭერად.
გიორგი არაბული