ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრი აშენდება

0
7

ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, ავთანდილ თალაკვაძე სოციალური მედიით ავრცელებს.

„ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აქ გავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ – გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ, მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ,“ – აღნიშნავს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.