აშშ-მა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოცადა

0
25

აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღის პროტოტიპის წარმატებული ტესტირების შესახებ განაცხადებს, პროგრამის – ARRW (Air-Launched Rapid Response Weapon) ფარგლებში, იუწყება TASS-ი, აშშ-ის საჰაერო ძალების წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით.

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing B-52H Stratofortress სტრატეგიულმა ბომბდამშენმა 14 მაისს სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროებთან ARRW პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ჰიპერბგერითი რაკეტა AGM-183A „წარმატებით გაისროლა“, ნათქვამია დოკუმენტში. თვითმფრინავიდან გამოყოფის შემდეგ, ARRW ბლოკი „აალდა და დაიწვა მოსალოდნელ დროში, მიაღწია ჰიპერბგერით სიჩქარეს, რომელიც ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს“.

აღნიშნულია, რომ „ტესტი უნაკლოდ ჩატარდა“ და შეერთებული შტატები „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს უნიკალური იარაღი ამერიკელი სამხედროებს რაც შეიძლება მალე მიაწოდოს“.

სანდრო პირველი