
რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 392,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში უცხოეთიდან საქართველოში ჯამში, 308.104 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 132, 979 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ როდესაც, წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში – 27,001 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხა, თებერვალში 21,944 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იანვარში – 22,382 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის აპრილში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
რუსეთი – 132, 979 მლნ აშშ დოლარი;
იტალია – 33,396 მლნ აშშ დოლარი;
აშშ – 25,019 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი – 20, 035 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი – 18,647 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი – 16,206 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია – 11,968 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი – 8,103 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი – 4,969 მლნ აშშ დოლარი;
ესპანეთი – 4,708 მლნ აშშ დოლარი;
ინფორამციას bpn.ge ავრცელებს.