ზვიად ციკოლია ახალ ქარხანას ლილოს ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე ააშენებს

0
27

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია საწარმოს და სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს. როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უკვე დასრულებულია პროექტზე მუშაობა და ამ დროისთვის მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები.

შერჩეულია სავარაუდო ლოკაციაც. ციკოლიას ინფორმაციით, განიხილება დიდი დიღმის ან ლილოს ტერიტორია.

როდის დაიწყება მშენებლობა და როდიდან დაიწყებს საწარმო ოპერირებას, ამაზე ციკოლია ვერ საუბრობს, რადგან ეს დამოკიდებულია როგორც პროექტის დამტკიცების ვადებზე, ისე მსოფლიოში, მათ შორის, უკრაიანში არსებულ მდგომარეობაზე.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება უცნობია, რადგან საინჟინრო სამუშოების შემდეგ გვექნება სრული კალკულაცია. ქარხანა ჯამში 600 კვ. მეტრზე განთავსდება,საიდანაც უშუალოდ მექანიკური საამქრო 300 კვ. მეტრ ტერიტორიაზე იქნება.  დანარჩენი ადმინისტრაციულ შენობას დაეთმობა,“-აცხადებს ციკოლია.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. მათ შორისაა, Tsikolia Watches-ი, რომელიც ქართული საათების ბრენდია. პროდუქტი განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

წყარო: business-partner.ge