ევროკავშირი: ირანი შესაძლოა დაბრუნდეს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე

0
30

ევროკავშირსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც უცხოური მედია წერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გერმანიაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ განახლდა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა დაბრუნდეს მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე.

ევროკავშირის მოლაპარაკებების კოორდინატორმა ენრიკე მორამ თეირანში ვიზიტი შეაფასა, როგორც მოსალოდნელზე უკეთესი.

2015 წელს ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება, რომლის გაუქმებაც ტრამპმა გადაწყვიტა სამი წლის შემდეგ, მოითხოვდა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, მათ შორის ნავთობის ექსპორტის.

გიორგი არაბული