ყაზახეთმა შაქრის საზღვარგარეთ გატანა აკრძალა

0
17

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან თეთრი შაქრისა და ნედლი ლერწმის შაქრის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა.

შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გასცა. რესპუბლიკის აგრარულ დეპარტამენტს დაევალა კანონით დადგენილი წესით ეცნობებინა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ამ აკრძალვის შემოღების შესახებ.

ბრძანება ამოქმედდება პირველი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან ათი კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

მანამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყაზახეთში მოხმარებული შაქრის 58% საზღვარგარეთიდან შემოდის. აგვისტოს ბოლომდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიღმა მყოფი ქვეყნებიდან რესპუბლიკაში 250 ათასი ტონა შაქრის იმპორტი საბაჟო გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი.

სანდრო პირველი