
ფინეთში აჩვენეს თავშესაფრები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა ნებისმიერი საფრთხის, მათ შორის ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. შესაბამისი სიუჟეტი CNBC-ის ეთერში გავიდა.
კადრებში ჩანს ჰელსინკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ბუნკერი – შიგნით არის ფეხბურთის მოედანი, სპორტული დარბაზი ყველა საჭირო ინვენტარით, კაფეტერია, მანქანის სადგომი და სათამაშო მოედანი.
თითოეული ასეთი თავშესაფარი იტევს დაახლოებით ექვსი ათას მოქალაქეს – ვარაუდობენ, რომ ზოგადად, ფინეთის დედაქალაქის მთელი მოსახლეობა შეძლებს იქ განთავსებას. აღნიშნულია, რომ ობიექტები ათწლეულების წინ აშენდა, მოგვიანებით კი მათი მოდერნიზება მოხდა.