აზერბაიჯანში ილონ მასკის Starlink სერვისი 2023 წელს გამოჩნდება

0
3

Starlink გლობალური სატელიტური სისტემა მომავალ წელს აზერბაიჯანში ინტერნეტით წვდომას უზრუნველყოფს, იტყობინება Trend კომპანიის ვებსაიტზე დაყრდნობით.

ინტერაქტიულ რუკაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, Starlink ინტერნეტით წვდომა აზერბაიჯანში 2023 წელს გამოჩნდება.

Starlink კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ერთ-ერთი ცნობილი პროექტია. როგორც თავად მასკი ამბობს, მისი მიზანი მთელი დედამიწისთვის სწრაფი, მაღალი ხარისხის და თან იაფი ინტერნტეტის უზრუნველყოფაა.

სანდრო პირველი