რუსეთიდან წამოსული Shell-ი, სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს გახსნის

0
27

„ბრიტანულ-ჰოლანდიური ენერგეტიკული კომპანია Shell სომხეთში მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს“, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა, წერს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი VERELQ.

მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა ნიდერლანდებში ამ კვირაში ვიზიტის დროს შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა.

გიორგი არაბული