Home » 2022 » May » 13

Daily Archives: May 13, 2022

რუსებმა უკრაინიდან 500 ათასი ტონა მარცვლეული, ათი ათასობით ტონა მზესუმზირის ზეთი გაიტანეს

რუსებმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 500 000 ტონა მარცვლეული წაიღეს, ასევე ათიათასობით ტონა მზესუმზირის ზეთი, ასობით კილოგრამი ბოსტნეული და უკრაინელი ფერმერებისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს. ამის შესახებ, UNIAN-ის ცნობით, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა. „ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკის ოლქებში რუსებმა დაახლოებით 500 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გაიტანეს. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით ...

Read More »

საპენსიო სესხები გაიაფდება – რას გულისხმობს ეროვნული ბანკის ბრძანება

ბანკებისთვის საპენსიო სესხის გაცემა გაიაფდება. აღნიშნულს გულისხმობს ეროვნული ბანკის 10 მაისის ბრძანება. კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიცია 75%-ის ნაცვლად 35% იქნება. სესხის რისკის წონა განსაზღვრავს აღნიშნულ სესხზე კაპიტალის მოთხოვნას. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბანკებიც უფრო დაბალ პროცენტში შეძლებენ საპენსიო სესხების გაცემას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ფასდადებას კაპიტალის მოთხოვნის გარდა სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, ...

Read More »

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, მათ შორის, მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირება, საბაჟოს რეფორმა და ბიზნეს ოპერატორებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც სამსახურის უფროსმა, ლევან ...

Read More »

რუსეთში, ღვინის საცობების დეფიციტის გამო, ღვინოების მესამედი ალუმინის სახურავით დაიხურება

რუსეთში, ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტის გამო, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ღვინის საცობების მიწოდება შეჩერებულია. ამ ფონზე რუსი მეღვინეების დაახლოებით 30%-ს მალე ალუმინის ხრახნიან თავსახურებზე გადასვლა მოუწევთ, იუწყება Rossiyskaya Gazeta (RG) Roskachestvo-ს პროგნოზზე დაყრდნობით. ამასთან, გამოცემის ცნობით, ხრახნიან თავსახურზე გადასასვლელად მეღვინეებს ბოთლის ტიპის შეცვლა და წარმოების დამატებითი აღჭურვა სჭირდება. მანამდე Soyuzkonyak-ის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჩერნევმა Gazeta.Ru-ს განუცხადა, რომ კონიაკის წარმოება რუსეთში შეიძლება თითქმის ...

Read More »

მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი (კმ 5-კმ11.2) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ მცხეთას და სოფლებს: არმაზსა და ძეგვს გაივლის სამშენებლო კომპანიამ „რეფორმა“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და უამინდობით გამოწვეული გართულებული სამუშაო პროცესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. დაპირებისამებრ, სამუშაოები განახლდა და პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში იგეგმება. ...

Read More »

Bloomberg – რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სავაჭრო შეზღუდვები იყო, რამაც ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აიძულა შეეწყვიტა მიწოდება, რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-მა 12 მაისს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი გაყიდვიდან დღეში დაახლოებით 8 მილიონი ბარელის ოდენობით. IEA-ს თანახმად, რუსეთიდან ...

Read More »

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია – უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს. „ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო ...

Read More »

ღარიბაშვილი: ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად, ტურისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომ იტყვიან ამ მიმართულებით. ბატონი თორნიკე რიჟვაძე ახლა ლონდონში იმყოფება ამ საქმეზე და ზოგადად სხვა საინვესტიციო რეფორმებთან დაკავშირებითაც, პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან და ამ მიზანს ემსახურება ბატონიო თორნიკეს ვიზიტი ლონდონში და ...

Read More »

ევროპაში უკვე 20 კომპანიამ გახსნა რუბლის ანგარიში რუსული გაზის საფასურის გადასახდელად

20-მა ევროპელმა კომპანიამ გახსნა ანგარიში რუსეთიდან გაზის მიწოდების რუბლებში გადასახდელად, იტყობინება Bloomberg 12 მაისს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. რუსული „გაზპრომის“ კიდევ 14 კლიენტმა, წყაროს ცნობით, მოითხოვა საჭირო დოკუმენტაცია რუსეთის ფედერაციის ვალუტაში ანგარიშის გასახსნელად. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწყების დღიდან ევროკავშირის ხელისუფლებას არ გადაუწყვეტია, ეწინააღმდეგება თუ არა რუსული ენერგორესურსების რუბლით შეძენა დაწესებულ შეზღუდვებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ...

Read More »

20 მილიონი ტონა 3 თვეში – ევროკავშირმა წარმოადგინა გეგმა უკრაინული მარცვლეულის სწრაფი ექსპორტისთვის

ევროკომისიამ შესთავაზა დახმარება უკრაინას ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტზე სარკინიგზო, საავტომობილო და სამდინარო გზით, შავი ზღვის პორტების რუსეთის ბლოკადის გვერდის ავლით. შესაბამისი გეგმა 12 მაისს ბრიუსელში წარადგინა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა, იტყობინება ევროკომისიის პრესსამსახური. მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავს ალტერნატიული მარშრუტების შექმნას და საზღვრებს შორის გადატვირთულობის შემცირებას, მან ასევე უნდა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ...

Read More »