Siemens-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

0
11

გერმანულმა კომპანია Siemens-მა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის გამო რუსეთის ბაზარს ტოვებს.

„ჩვენ დავტოვებთ რუსეთს აქტივობების თანმიმდევრული შემცირებით. ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციები გავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს საქმიანობაზე რუსეთში, განსაკუთრებით სარკინიგზო მომსახურებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისათვის, Siemens-ს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა 1850-იანი წლებიდან აქვს.