
Nike-მა მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტა, იუწყება საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური.
„ნაიკმა“ აცნობა FC Spartak-ს სპონსორობის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ უეფას განაჩენის შესაბამისად, ჩვენი კლუბი მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ შეძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
„სპარტაკის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელობა მუშაობს ახალი მიმწოდებლის მოსაძებნად“, – ხაზგასმულია მიმართვის ტექსტში.
Nike 2005 წლიდან არის სპარტაკის ტექნიკური სპონსორი.
2021/22 სეზონში სპარტაკი ევროპის ლიგის 1/8 ფინალში გავიდა, თუმცა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩატარებული „სპეცოპერაციის გამო“ უეფამ მოსკოვურ კლუბს ტურნირში შემდგომი მონაწილეობა შეუჩერა.
მოგვიანებით, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ 2022/23 წლების სეზონში რუსული კლუბები არ მიიღებენ მონაწილეობას ევროპის საკლუბო ტურნირებში.
გიორგი არაბული