თურქულმა კომპანიებმა მასობრივად დაიწყეს რუსული Mir ბარათებით გადახდების დაბლოკვა

0
7

დასავლეთის ქვეყნების ანტირუსული სანქციების ფონზე, თურქულმა სამსახურებმა, რომლებიც ადრე იღებდნენ გადახდებს Mir ბარათებით, დაიწყეს მსგავსი ტრანზაქციების დაბლოკვა, წერს „იზვესტია“.

ასე, მაგალითად, Turkish Airlines-ის ვებსაიტზე აღარ არის შესაძლებელი ბილეთების ყიდვა რამდენიმე რუსული ბანკის მიერ გაცემული ბარათებით.

ინფორმაციის თანახმად, Vinsky-ის ფორუმზე, რომელსაც მგზავრები იყენებენ, მრავალი საჩივარი ამ ავიაკომპანიის მიერ Mir ბარათებზე Sberbank-ის, VTB-ისა და Tinkoff-ის გადახდების დაბლოკვის შესახებ გამოჩნდა. ავიაკომპანიის ვებსაიტმა უარყო გადახდა როგორც რუსული ბანკების VISA-სა და MasterCard-ის, ასევე Sberbank-ის Mir-ის.

ზოგიერთმა სხვა თურქულმა პლატფორმამ ასევე დაიწყო რუსული გადახდის სისტემის ბარათებით ტრანზაქციების აკრძალვა. მაგალითად, პოპულარულმა ონლაინ მაღაზია TT-Turk-მა, აკრძალა Mir ბარათებით გადახდები სანქცირებული რიგი ბანკებიდან, მათ შორის Sberbank, VTB, Novikombank, Sovcombank და Otkritie.

ამ დროისთვის, ზოგიერთ უცხოურ შემსყიდველ ბანკებს, რომლებიც იღებენ ბარათებს ამ ქვეყნებში, შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ „მირის“ სერვისის შეჩერება მათი მოწყობილობების ქსელში ან ვებსაიტებზე.

გიორგი არაბული