Home » 2022 » May » 12

Daily Archives: May 12, 2022

„თიბისი“ გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა”-ს მხარდამჭერია

„თიბისი“ გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა”-ს მხარდამჭერია. „თიბისის“ ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვას დიზაინ სტუდიო „ორი”14 და 15 მაისს, მერაბ კოსტავას #14, სასტუმრო რუმსში, 16:00-22:00 საათამდე წარმოადგენს. მათივე ცნობით, გამოფენა თავისუფლებისთვის მებრძოლი, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად და მხარდასაჭერად გაიმართება. „გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი. თითოეული ავტორი, თავისი შემოქმედებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს ეხმიანება. გამოფენიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებელ ფონდში სრულად გადაირიცხება. ადგილზე შემდეგი არტისტების ...

Read More »

„მჯერა უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა – ნიდერლანდები მზადაა“

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა. „მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც შეიძლება მალე და შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა. ნება მომეცით განვმარტო, რომ ნიდერლანდები მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი დაუყოვნებლად, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად”, – განაცხადა რუტემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის რამდენიმე ...

Read More »

Nike მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობას წყვეტს

Nike-მა მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტა, იუწყება საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური. „ნაიკმა“ აცნობა FC Spartak-ს სპონსორობის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ უეფას განაჩენის შესაბამისად, ჩვენი კლუბი მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ შეძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში. „სპარტაკის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელობა მუშაობს ახალი მიმწოდებლის მოსაძებნად“, – ხაზგასმულია მიმართვის ტექსტში. Nike 2005 წლიდან არის სპარტაკის ტექნიკური სპონსორი. 2021/22 სეზონში სპარტაკი ევროპის ლიგის 1/8 ...

Read More »

აშშ-ში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნის შექმნა სურთ

ამერიკელი სენატორები მოუწოდებენ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, შექმნას ჰუმანიტარული დერეფანი შავ ზღვაში, რათა მოაწყოს უკრაინაში ბლოკირებული მილიონობით ტონა მარცვლეულის მიწოდება, იუწყება Politico. გამოცემის ცნობით, მილიონობით ტონა ხორბალი, სიმინდი და მზესუმზირის ზეთი ამჟამად „ჩაკეტილია“ უკრაინაში, რადგან ადგილობრივი ფერმერები მოსავლის აღებისთვის ემზადებიან, მაგრამ არსად ექნებათ მისი შესანახი, თუ მის საზღვარგარეთ გაგზავნის შესაძლებლობა. გამოცემა მთავარ პრობლემად რეგიონში არსებული კრიზისის გამო უკრაინის პორტების ...

Read More »

შეერთებულმა შტატებმა ევროპას ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან გაუგზავნა

ევროპამ უკვე მიიღო აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ნაწილი (SPR) და მალე კიდევ ორ პარტიას მიიღებს, იტყობინება Bloomberg. სააგენტოს ცნობით, ორი ტანკერი ნავთობით ტეხასისა და ლუიზიანას საწყობებიდან უკვე მიემგზავრება იტალიასა და ნიდერლანდებში. წყაროები ამბობენ, რომ ორივე ტანკერი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით. ტეხასიდან ნავთობის კიდევ ერთი პარტია ნიდერლანდებში 26 აპრილს ჩავიდა.

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება. ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა. „აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ...

Read More »

Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი „სტაბილურიდან” „ნეგატიურამდე” შეამცირა

Moody’s Investors Service-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიური“ Ba2 დონემდე შეამცირა. სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომით გამოწვეულ გაზრდილ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის გამო რუსეთთან დაძაბულობას და რეგიონში რუსეთის არაპროგნოზირებად სტრატეგიულ ზრახვებს ასახავს. ზოგადად, საკრედიტო რეიტინგს კეთილდღეობის სუვერენული ფონდები, ასევე საპენსიო ფონდები და სხვა ინვესტორები ქვეყნის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ, რაც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სასესხო ღირებულებაზე. Moody’s ...

Read More »

„გაზპრომის“ შვილობილ კომპანიებს გერმანიაში რუსეთიდან გაზის მიღება შეუწყდათ

„გაზპრომის“ შვილობილმა კომპანიებმა გერმანიაში შეწყვიტეს გაზის მიღება რუსეთიდან“, -განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას. „გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე, პუტინმა გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის თანახმადაც ევროპული გაზის კომპანიები დაექვემდებარა რუსეთის სანქციებს. გერმანიაში „გაზპრომი“ და მისი შვილობილი კომპანიები დაზარალდნენ. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე შვილობილი კომპანია არ იღებს გაზს რუსეთიდან. მაგრამ ბაზარი ალტერნატივებს სთავაზობს. ისინი (კომპანიები) ცვლიან გაზს ბაზარზე სხვა გაზით. ...

Read More »

„იორლენდი“ – ადგილი, სადაც ტურისტები თავად მოიწევენ მოსავალს, დაისვენებენ და გაერთობიან

რადიო “კომერსანტის” გადაცემაში „აგრო სექტორი დიანა ბერიასთან ერთად“ “იორლენდის“ დამფუძნებელმა თამთა კალანდაძემ საკუთარ აგრო–ფერმერულ მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით “იორლენდი“ დღეს განვითარების პროცესშია და ამჟამად სხვადასხვა კულტურების მოყვანა მიმდინარეობს. “იორლენდში” იქნება როგორც მერძეული მიმართულება, ასევე მეფრინველეობა და სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები. როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, სამომავლოდ “იორლენდი“ იქნება ადგილი, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება ტურისტულ სექტორზე და ადამიანი “იორლენდში“ სტუმრობისას მიიღებს გამოცდილებას, ბაღში ...

Read More »

თურქულმა კომპანიებმა მასობრივად დაიწყეს რუსული Mir ბარათებით გადახდების დაბლოკვა

დასავლეთის ქვეყნების ანტირუსული სანქციების ფონზე, თურქულმა სამსახურებმა, რომლებიც ადრე იღებდნენ გადახდებს Mir ბარათებით, დაიწყეს მსგავსი ტრანზაქციების დაბლოკვა, წერს „იზვესტია“. ასე, მაგალითად, Turkish Airlines-ის ვებსაიტზე აღარ არის შესაძლებელი ბილეთების ყიდვა რამდენიმე რუსული ბანკის მიერ გაცემული ბარათებით. ინფორმაციის თანახმად, Vinsky-ის ფორუმზე, რომელსაც მგზავრები იყენებენ, მრავალი საჩივარი ამ ავიაკომპანიის მიერ Mir ბარათებზე Sberbank-ის, VTB-ისა და Tinkoff-ის გადახდების დაბლოკვის შესახებ გამოჩნდა. ავიაკომპანიის ვებსაიტმა უარყო ...

Read More »