
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დატოვებს ყველა პროექტს რუსეთში „რაც შეიძლება მალე“, განუცხადა ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ ჟურნალისტებს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ ვაპირებთ ჩვენი (რუსული) პორტფოლიოს რაც შეიძლება სწრაფად შემცირებას, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მეტს ვერაფერს ვიტყვით“, – ციტირებს რენო ბასო Reuters-ი.
EBRD-მა რუსულ პროექტებში ინვესტიციები 2014 წლის ივლისში შეაჩერა. ბანკი კვლავ ფლობს 3.6%-ს MKB-ში, ასევე 6%-იან წილს მოსკოვის ბირჟაზე.
გიორგი არაბული