“ეს არასწორი იყო” – მასკი პირობას დებს, რომ განბლოკავს ტრამპის Twitter-ის ანგარიშს

0
22

ამერიკელმა ბიზნესმენმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, რომელიც “ტვიტერის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა კომპანიის შესყიდვაზე, განაცხადა, რომ მზად არის გააუქმოს გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Twitter-ის დაბლოკვის შესახებ.

“მე მოვუხსნი აკრძალვას, მაგრამ მე ჯერ არ ვფლობ Twitter-ს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ არასწორი იყო დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, რადგან ეს გადაწყვეტილება გააუქმა ბევრმა ქვეყანამ“, – თქვა მასკმა Financial Times-ის კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ანგარიშები შეაჩერა ფეისბუქმა, ინსტაგრამმა და ტვიტერმა მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, შეიჭრნენ კონგრესის შენობაში. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სოციალურმა ქსელებმა მიიჩნიეს, რომ ტრამპი თავის მესიჯებში ამბოხებულებს ემხრობოდა.

გიორგი არაბული