ბულგარეთი „გაზპრომზე“ უფრო იაფ ამერიკულ გაზს შეიძენს

0
33

შეერთებული შტატები ივნისში ბულგარეთში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით დაიწყებს. ეს შეთანხმება მიღწეული იქნა ბულგარეთის პრემიერ მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის ვაშინგტონში შეხვედრისას. ამის შესახებ bgnes.bg იუწყება.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიულოცა ბულგარეთს მისი ენერგეტიკული სუვერენიტეტის დასაცავად გადამწყვეტი მოქმედების გამო.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა აღნიშნა, რომ სოფიასა და ვაშინგტონს შორის პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ბულგარეთის გაზის დამოუკიდებლობის მისაღწევად, ევროკავშირთან სოლიდარობასთან ერთად.

მანამდე პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. მათ განიხილეს აშშ-სთან პარტნიორობის შესაძლებლობები ბულგარეთში და რეგიონში ენერგიის დივერსიფიკაციისთვის.

პეტკოვმა და ბლინკენმა ასევე განიხილეს ბულგარეთის არმიის მოდერნიზაცია, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა და განვითარება.

სანდრო პირველი