
ჩინეთში აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნდა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში 2,1%-მდე გაიზარდა, მარტის 1,5%-დან. მაჩვენებელმა გადააჭარბა ბაზრის მოლოდინს 1.8% და იყო ყველაზე მაღალი გასული წლის ნოემბრის შემდეგ, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ლოგისტიკური შეფერხებით, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო დიდი ქალაქების COVID-19-ის გამო ჩაკეტვით.
ქვეყნის ქალაქებში გასულ თვეში ფასები წლიურად 2,2%-ით, ხოლო სოფლად 2%-ით გაიზარდა.
გასული წლის აპრილთან შედარებით, სურსათზე ფასები გაიზარდა 1.9%-ით, არასასურსათო პროდუქტებზე – 2.2%-ით, სამომხმარებლო საქონელზე – 3%-ით, მომსახურებაზე – 0.8%-ით.
გიორგი არაბული