იაპონიის სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 9,5 ტრილიონ დოლარს აღწევს

0
19

იაპონიის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა 2021 ფისკალური წლის ბოლოს (2022 წლის 31 მარტი) მიაღწია უდიდეს ოდენობას ქვეყნის ისტორიაში – 1,241,3 ტრილიონი იენი (9,5 ტრილიონ დოლარზე მეტი მიმდინარე კურსით). ამის შესახებ გაზეთი იომიურზე Yomiuri წერს.

გაზეთის ცნობით, ვალის მოცულობა ზედიზედ ექვსი წელია იზრდება. იგი შედგება სახელმწიფო ობლიგაციების, მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და დროებითი სესხებისგან.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ვალები განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში პანდემიის გამო დამატებითი სამედიცინო და სოციალური ხარჯების გამო.

სანდრო პირველი