
აპრილში გერმანიაში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 7,4% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ფედერალური ბიურო (Destatis) იტყობინება.
დაფიქსირებული მაჩვენებელი გახდა რეკორდულად მაღალი მას შემდეგ, რაც Destatis-მა დაკვირვებება დაიწყო ინფლაციაზე.
მათი ცნობით, აპრილში გერმანიაში სამომხმარებლო ფასები 0,8%-ით გაიზარდა მარტის 2,5%-დან, რაც ასევე დაემთხვა ანალიტიკოსების პროგნოზებსა და წინასწარ შეფასებებს.
მარტში წლიური ინფლაცია 7,3% იყო.
გიორგი არაბული