ბულგარეთში „ლუკოილის“ გადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

0
6

„ლუკოილ ნეფტოხიმ ბურგასის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, განუცხადა TASS-ს საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ილშატ შარაფუტდინოვმა.

„თუ რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეწყდება, მაშინ საწარმო, სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეწყვიტოს მუშაობა“, – თქვა შარაფუტდინოვმა.

მისივე თქმით, ახლა საწარმოს შეჩერების საფრთხე არ არსებობს, რადგან კომპანიას ნავთობის გარკვეული მარაგები აქვს.

გიორგი არაბული