Die Welt: რუსეთი საბერძნეთის დახმარებით სანქციებს გვერდს უვლის

0
25

რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთიდან ყოველდღიურად ზღვით ექსპორტირებულია 4,5 მილიონი ბარელი ნავთობი, რომლის ღირებულება დაახლოებით 509 მილიონი დოლარია, წერს გაზეთი Die Welt, საზღვაო რეესტრზე Lloyd’s List-ზე დაყრდნობით.

გამოცემა იუწყება, რომ „რუსეთიდან ნედლი ნავთობის ზღვით ექსპორტი ომამდელ დონეზე დარჩა, უპირველეს ყოვლისა, საბერძნეთის მიერ სანქციების შეუსრულებლობის გამო. რუსული ფლოტის ოპერატორები, ბერძენი გემთმფლობელები აგრძელებენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებას რუსეთში“.

Lloyd’s-ის ცნობით, აპრილში 190 ტანკერმა დატოვა რუსული ნავთობის პორტები პრიმორსკი, ნოვოროსიისკი, უსტ-ლუგა და სანკტ-პეტერბურგი, რომელთაგან 76 ცურავდა საბერძნეთის დროშის ქვეშ.

„ამგვარად, საბერძნეთმა წინა წელთან შედარებით გაასამმაგა თავისი წილი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში“, – წერს Die Welt.

Lloyd’s-ის ცნობით, აპრილის ბოლოს ბერძნულმა ტანკერმა Nissos Rhenia-მ რუსული ურალის ნავთობი დატვირთა როტერდამის პორტში და გაემგზავრა სინგაპურისკენ. უფრო მეტი ტანკერი მიემართება ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში და ნავთობის ტანკერების გადაზიდვის ტარიფები უკვე გაიზარდა 230%-ით უკრაინის ომის გამო, აღნიშნავს Die Welt.

სანდრო პირველი