2023 წლის 1-ელი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურება შეიცვლება

0
29

2023 წლის 1-ელი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურებაც შეიცვლება. მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი ჯამში 90 დღით გაიცემა, რომლის დღიური საფასური ერთი ლარია. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით.

ამასთან, უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისათვის დღეების მიხედვით დადგენილი სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით და დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასური.

გარდა ამისა, მცირდება შიდა ტრანზიტისთვის დადგენილი საფასური. შიდა ტრანზიტის გაცემასთან დაკავშირებით ახალი პირობების დადგენის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება.